26 მაისიდან, ჯგუფი "შინის" ინოვაციური ალბომი-"არაჩვეულებრივი გამოფენა" გაყიდვაში იქნება. CD ალბომის პრეზენტაციას ჯგუფი "შინ" კონცერტის სახით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 26 მაისს გამართავს (მოსაწვევებით), ხოლო 29 მაისს ჩატარდება განმეორებითი კონცერტი, რომელზეც დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. კონცერტის რეჟისორი- დავით დოიაშვილი, მოცეკვავეები-ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი, ქორეოგრაფი- ალექსანდრა ევტიმოვა.
ჯგუფი "შინი"-ის ახალ ალბომში შესულია 11 მუსიკალური ნაწარმოები.
ჯგუფი "შინი"-ი 20 წლიანი გერმანიაში მოღვაწეობის შემდეგ უბრუნდება სამშობლოს, სადაც ქართველ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ და ინოვაციურ პროექტს, რომელიც "ბრავო რექორდსთან" ერთად CD ალბომის სახით გამოსცა და ჯგუფის სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნა. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ორგანიზატორია კომპანია "ბრავო რექორდსი".