16-21 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში გაიმართება: ხელოვნების მუზეუმში- პორტრეტის ხელოვნება (XVII-XX ს.) საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან; ეროვნულ გალერეაში- დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა; ეთნოგრაფიულ მუზეუმში - საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები მუზეუმის ყველა დამთვალიერებლისათვის; თბილისის ისტორიის მუზეუმში- ოლესია თავაძის ნამუშევრების გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა "საბავშო წიგნის ილუსტრაცია".
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასოა.