18 მაისს, 18:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღეს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ექსპონირებული ნამუშევრები დავით კაკაბაძეს წარმოადგენს, არა მარტო როგორც მხატვარს, არამედ როგორც თანამედროვე მოაზროვნეს, ფოტოგრაფს, ხელოვნებათმცოდნეს და მეცნიერს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე დავით კაკაბაძის ნამუშევრების ასეთი ფართო გამოფენა არ გამართულა. ექსპოზიციაზეწარმოდგენილი იქნება ეროვნული მუზეუმის ფონდებში, კერძო კოლექციებსა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მუზეუმში დაცული 100-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი, აბსტრაქცია და ფოტო.
გამოფენის პარალელურად გაიმართება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების საგანმანათლებლო ლექციათა ციკლი.
პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და დავით კაკაბაძის ფონდი.
მასალის გამოყენების პირობები