შექსპირის პერსონაჟებს დიდი ხნის ისტორი აქვთ. მათი პროტოტიპები დღემდე გამოიყენება, უდიდესი პიესების შექმნიდან ცნობილი პერსონაჟების განსახიერება მრავალმა მსახიობმა სცადა.ერთ ერთი ასეთი კლასიკური პერსონაჟია - მაკბეტი. თავის დროზე არმიის წინამძღოლის დუნკანის როლი ითამაშეს ორსონ უელსმა, შონ კონერმა, დჯონ ფინჩმა, იენ მაკელენმა, ჯონ ტურტურომ, სემ უორტინგტონმა და პატრიკ სტიუარტმა.
ახლა მათ რიგებში მაიკლ ფასბენდერი დგება, რომელსაც ამ როლის შესრულება სტივ მაკუინმა და მისმა პროდიუსერულმა კომპანიამ ურჩია. პიესის დაწერა ავსტრალილ ჯასტინ კურზელოს მიანდეს, რომელიც ცნობილია კრიმინალური დრამით "სნოუტაუნ". ახლა მან უნდა მოგვითხროს შოტლანდიელ გენერალზე, რომელმაც სამეფო ტახტზე ასვლა გადაწყვიტა და სამოქალაქო ომი გააჩაღა.
თუ როდის მოხდება ბრიტანული ლიტერატურის ძეგლის ეკრანიზაცია უცნობია რადგან ამ დროისათვის სცენარში ბოლო შტრიხები ტოდ ლუიზოს და ჯეიკობ კოსკოფს შეაქვთ.
მასალის გამოყენების პირობები