ადელაიდას უნივერსიტეტის (ავსტრალია) მეცნიერებმა გამოარკვიეს,რომ მომავალი დედა რომელიც ორსულობის დროს არასწორად იკვებება, ვნებს არა მარტო საკუთარ თავს არამედ თავის შვილს. წერს გერმანული გამოცემა Frankfurter Rundschau ,სადაც გამოქვეყნდა კვლევის შედეგები.
საკვების გადაჭარბებული გამოყენება რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს და შაქარს ( ე.წ. ჯუნკ ფოოდ),ნეგატიურად მოქმედებს ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის თავის ტვინის "წახალისების სიტემაზე", რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ბავშვის დამოკიდებულებას საკვებზე: ის იძულებული იქნება მიიღოს მისი გაცილებით დიდი რაოდენობა. ცხიმიანი და ტკბილი საკვები სტიმულირებას უკეთებს თავის ტვინში ოპოიდების გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ წაახალისებს"ბედნიერების ჰორმონის" დოპამინის წარმოებას.
კვლევები ,რომელიც ვირთხებზე ჩატარდა ბევერლი მიულჰოისლერის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
შთამომავლობის თავის ტვინში "წახალისების სისტემას" ჩვეულებრივზე გაცილებით დაბალი მგრძნობელობა ჰქონდა.
"თუ კვლევის შედეგებს ადამიანებზე გადმოვიტანთ,მივიღებთ ,რომ ასეთ ბავშვებს ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გაცილებით ტკბილი და ცხიმიანი საკვების მიღება მოუწევთ "ასკვნის მკვლევარი.
მასალის გამოყენების პირობები