22-23 ივნისს, მცხეთაში, „თეატრონის" მიმდებარე ტერიტორიაზე პირველად საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ოაზისი" გაიმართება.
როგორც პრესკონფერენციაზე კომპანია "ემ ეს ივენთსის" დირექტორმა მაკო საბანაძემ განაცხადა, "ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პოპულარული ევროპელი მუსიკოსები ეწვევიან, რაც გემოვნებიანი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი იქნება."
საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი მომღერლები და ჯგუფები როგორებიც არიან: ბერლინის კლუბური სცენის რჩეულები -"Jahcoozi" , "Juveniles" (France), გერმანული ელექტრონული ბენდი -"WhoMadeWho" (Denmark), ვლადივასტოკელი სუპრებენდი - "mumi troll" და ქართველი ნეორომანტიკოსები -"LOUDspeakers".
ორი დღის განმავლობაში, პარკის ტერიტორიაზე გამოვლენ სხვადასხვა უცხოური ჯგუფები, მუსიკალური ნაწილის გარდა გაიმართება სპორტულ შეჯიბრებები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მონაწილეებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ „თეატრონის" ტერიტორიაზე სპეციალურად ფესტივალისათვის მოწყობილ კაფე-რესტორნებში ქართული ტრადიციული და ევროპული კერძები დააგემოვნონ .
ლატვიური კომპანია „ლაივ კონცერტის" გენერალური დირექტორი კირილ ხიმიჩევი რუსი მომღერლის ზემფირას ტურმენეჯერია და იგი საქართველოს გასულ წელსაც სტუმრობდა, სწორედ მაშინ გაჩნდა მცხეთაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ჩატარების იდეა.
"როდესაც პირველად მოვხვდი თეატრონში, მე ნამდვილად ოაზისი დავინახე და მივხვდი რომ ეს ადგილი იდეალური იყო ჩვენი იდეისთვის, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩაგვესახა და მდგომარეობდა იმაში, რომ გაგვეკეთებინა მაღალი დონის, ევროპული ფესტივალი თბილისთან ახლოს"- განაცხადა ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა კირილ ხიმიჩევმა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ქართული და ლატვიური კომპანიების „ემ ეს ივენთსისა" და „ლაივ კონცერტის" ორგანიზებით იმართება.
საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი.