თურქეთის პოლიციამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 49 სამხედრო ოფიცერი დააკავა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.
დაკავებულთა შორის თურქი მაღალჩინოსნებიც არაიან - თურქეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, საჰაერო ძალების უფროსი, საზღვაო ძალების მეთაური 17 გენერალი და სხვა.
გამოცემაში ნათქვამია, რომ შეთქმულების თეორია 2003 წლიდან იწყება. შეთქმულები გეგმავდნენ თურქეთისთვის უმნიშვნელოვანეს სამხედრო დოკუმენტების მოპარვას და საბერძნეთთან ომის პროვოცირებას.
ესპანეთში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ტაიპ ერდოღანმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა:
"ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული კომენტარი გავაკეთო მაშინ, როცა ეს ადამიანები ჯერ ოფიციალურად დამნაშავეები არ არიან", - განაცხადა ერდოღანმა.