დღეს, 13 მაისს, 13:00 საათზე, კლუბ-რესტორან "Q'-ში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ოაზისი" ორგანიზატორების კირილ ხიმიჩევისა და მაკო საბანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
22-23 ივნისს, მცხეთაში, „თეატრონის" მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ოაზისი" გაიმართება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ქართული და ლატვიური კომპანიების „ემ ეს ივენთსისა" და „ლაივ კონცერტის" ორგანიზებით იმართება.
ლატვიური კომპანია „ლაივ კონცერტის" გენერალური დირექტორი კირილ ხიმიჩევი რუსი მომღერლის ზემფირას ტურმენეჯერია და იგი საქართველოს გასულ წელსაც სტუმრობდა, სწორედ მაშინ გაჩნდა მცხეთაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ჩატარების იდეა.
კირილ ხიმიჩევმა ქართულ კომპანია „ემ ეს ივენთსის" დირექტორ მაკო საბანაძესთან ერთად საერთაშორისო დონის შემოქმედების მოწვევა და ფესტივალის ჩატარება განახორციელა.
კირილ ხემიჩევს ქართველი მსმენელის იმედი აქვს და აცხადებს, რომ ქართველი მსმენელი ყველაზე კარგად არჩევს ხარისხიან მუსიკას, ამიტომ იგი უამრავ საინტერესო ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.
საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი მომღერლები და ჯგუფები როგორებიც არიან: Jahcoozi (Germany), Juveniles (France), WhoMadeWho (Denmark), mumi troll.
ფესტივაზე გარდა კონცერტებისა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები მოეწყობა გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც. მონაწილეებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ „თეატრონის" ტერიტორიაზე სპეციალურად ფესტივალისათვის მოწყობილ კაფე-რესტორნებში ქართული ტრადიციული და ევროპული კერძები დააგემოვნონ .
საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი.
მასალის გამოყენების პირობები