10, 17, 24, 31 მაისს, ხელოვნების ცენტრში "რუბიკონი" გამოფენა-შეხვედრები "ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში" გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შეხვედრა რობერტ სტურუასთან, ასევე ვიდეოჩვენებები "რიჩარდ III-ს", "ჰამლეტი", "შობის მეთირმეტე ღამე", "ქარიშხალი". ხოლო, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატები, რომლებიც რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ფოტო, ვიდეო და სხვა ისტორიულ მასალას ასახავენ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რუსთაველის თეატრი და ხელოვნების ცენტრი "რუბიკონი".