კინოსტუდია Paramount Pictures დაადასტურა, რომ მსახიობი ტომ კრუზი ეკრანებს დაუბრუნდება ფილმით "მისია შეუძლებელია 5", სადაც სპეციალური აგენტის იტან ჰანტის როლს შეასრულებს.
ახალი ფილმის რეჟისორი კრისტოფერ მაკკუორია, რომელიც ტომ კრუზთან ერთად მუშაობდა ფილმზე "ჯეკ რიჩერი", თავდაპირველად ფილმი "მისია შეუძლებელია 4" მას უნდა გადაეღო, მაგრამ სხვა პროექტზე მუშაობის გამო გადაწყდა ფილმი ჯეი ჯეი აბრამისთვის გადაეცათ.
ფილმზე სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.