ევროპის კვირეულის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხადრაჭერით (UNDP) 11-12 მაისს ქობულეთში, სასტუმრო „Georgian Palace Hotel”-ში გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა ჟურნალისტებთან. შეხვედრას გახსნიან საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა. პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია საუბარი შემდეგ თემებზე: ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და სასამართლო რეფორმა; კონფლიქტის მოგვარება და ჟენევის ფორმატი; საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული თანამშრომლობა; საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები; ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების პოლიტიკა; მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები