დღეს, 10 მაისს, 18:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გელათის ოთხთავის (XII ს.) მინიატურებით ილუსტრირებული სახარების ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციასთან ერთად ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გელათის ოთხთავის გამოფენა გაიმართება.
გელათის ოთხთავის ტექსტი მომზადდა "ახალი აღთქმის" საქართველოს საპატრიარქოს 1963 წლის გამოცემის მიხედვით და ილუსტრირებულია "გელათის სახარების" (XII ს.) მინიატურებით. სახარება დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
გელათის სახარების მინიატურები ოქროს ხანის პერიოდის ნიმუშებიდან გამორჩეულია სიუჟეტური მრავალფეროვნებით, ფერადოვნებით, სიმდიდრითა და რაოდენობით, მხატვრული ღირებულებით და შესრულების უზადო ტექნიკით.
წმიდაი ოთხთავი ძველი მინიატუირებით დასურათებული პირველი ბეჭდური გამოცემაა საქართველოში.
სახარება გამოსცა გამომცემლობა "ბაკმამ" და ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგამომცემლო პროექტის "განძი-რჩეული"-ს ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები