იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
50-მდე მედიის წარმომადგენლმა სისხლი უანგაროდ ჩააბარა. სისხლი ამავე საავამყოფოში შემოსულ პაციენტებს საჭიროებისამებრ მოხმარდება.
საავადმყოფოს ადმინისტრაციის თქმით, ღონისძიება რომელშიც მედიის წარმომადგენლები ჩაერთვნენ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი პაციენტისთვის. ჟურნალისტების ეს ჰუმანური ნაბიჯი დასაფასებელია და ვურჩევდით სხვა პროფესიისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაიზიარონ ეს პრაქტიკა და ჩაერთვნენ აქციაში.
ჟურნალისტების განცხადებით მათთვის მნიშვნელოვანია რომ დღეს მათ მიეცათ შანსი სისხლი გაიღონ იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კლინიკაში განმარტავენ, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს 18-დან 60 წლამდე, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
წონა - 50-კგ და მეტია;
არ აქვს გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
სიფილისი, ტუბერკულოზი;
არ არისს ინფიცირებული აივ ინფექციით;
არ აქვს სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი.
უახლესი აპარატურით აღჭურვილ რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში არსებობს საკუთარი სისხლის ბანკი, რომელიც პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სისხლს და სისხლის კომპონენტებს