დღეს, 9 მაისს, დღის 12.00 საათზე კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში პრესკონფერენცია გაიმართება. იგი უდიდესი ქართველი პიანისტის და პროფესორის თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან არის დაკავშირებული, რომლის საზეიმო გახსნა 15 მაისს შედგება. I ფესტივალს სიმბოლურად გახსნიან ბატონი თენგიზის მოწაფეები, მსოფლიოში აღიარებული პიანისტები, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები: ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე, მზია ჯაჯანიძე, ირმა გიგანი და სხვა.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო დეტალს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თავად მონაწილენი (ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი) და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბ-ნი ბადრი გრუზინსკი გააცნობენ.
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია 9 მაისს, დღის 12.00 საათზე კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიეში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები