დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის რესტავრირებული სახლ-მუზეუმის გახსნას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოში ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც არიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი აბულფაზ გარაევი, კომპანია "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი.