9, 10 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლ "სუხიშვილების" პიარ მენეჯერმა ხატია ეკიზაშვილმა განუცხადა,"კონცერტზე ანსამბლი "სუხიშვილები" ორსაათიან კლასიკურ და განახლებულ პროგრამას წარმოადგენენ, ასევე იქნება სიურპრიზები, რომლებიც სუხიშვილების ტრადიციაა."
კონცერტის პარალელურად გაიმართება სუხიშვილების არქივში დაცული კოსტუმების გამოფენა. ექსპოზიციაზე დაახლოებით 20-მდე კოსტუმი იქნება წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები