აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში (ალ. ყაზბეგის გამზირი №42) 9 მაისს, 10:00 საათზე, ფაშიზმზე გამარჯვების 68-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება.
დევნილ ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია შეხვდება, მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მიულოცავს და საჩუქრებს გადასცემს. აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით თბილისის მასშტაბით მცხოვრები ყველა დევნილი ვეტერანი საჩუქრების კალათას მიიღებს.
შეხვედრის შემდეგ, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები დევნილი ვეტერანებთან ერთად, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.
მასალის გამოყენების პირობები