ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ქისტების გვამებს ხელახალ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ამ დროისათვის პანკისის ხეობაში, სოფელ დუისის სასაფლაოდან ცხედრების ამოღება მიმდინარეობს. პანკისის ხეობაში უკვე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფიც.
დაღუპულების ოჯახის წევრების განცხადებით, დაღუპულებს ექსპერტიზა წინა ხელისუფლების დროს უკვე ჩაუტარდა, მაგრამ აღნიშნული მასალები სავარაუდოდ განადგურებულია და ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება სწორედ ამიტომ გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს შვიდი ქისტი დაიღუპა, რომელთაგანაც სამი პანკისის ხეობიდან იყო.
მასალის გამოყენების პირობები