სამორინე „შანგრი ლა"-მ მსოფლიოში სახელგანთქმულ ეთნო-ჯაზ კოლექტივს „ეგარი"-ს უმასპინძლა. სამორინეს მენეჯმენტმა „ეგარი"-ს კონცერტი გრანდ-გათამაშებას დაამთხვია, რომლის საპრიზო ფონდი 75 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
„ტრადიციულად ვათამაშებთ სოლიდურ პრიზებს ჩვენ სტუმრებს შორის. ეხლა დასრულდა გათამაშებათა სერია და იწყება ახალი: ყოველკვირეულად 11 მაისიდან 31 მაისამდე სამშაბათობით, ხუთშაბათობით და შაბათობით. ამასთანავე შაბათობით 19 000 დოლარიანი გათამაშებების დროს ტრადიციად იქცევა ქართველი მუსიკოსებისა და მომღერლების საღამოები," - აცხადებს „შანგრი ლა"-ს პრესს-მდივანი ლავრენტი გუბინი.
მსგავსი ტიპის დაწესებულებებს შორის სტუმრებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნისა და გართობის მიზნით ცნობილი მუსიკოსების და არტისტების მოწვევის პრაქტიკა მხოლოდ შანგრი ლა-ში არსებობს.
საღამო ახალგაზრდა ნიჭიერმა მომღერალმა თამუნა შავერდაშვილმა გახსბა, რომელმაც ტრადიციული ქართული სიმღერები ნიჭიერი გიტარისტის გია ფეიქრიშვილის აკომპანიმენტზე შეასრულა. თამუნა შავერდაშვილი „შანგრი ლა"-ს სტუმრებმა ძალზედ თბილად მიიღეს. „მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება ვიმღერო აქ და ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო. ახალგაზრდა მომღერლებისთვის რთულია კარგი სამსახურის მოძიება, ხოლო „შანგრი ლა"-მ მომცა ასეთი შანსი," - განაცხადა თამუნა შავერდაშვილმა.
„შანგრი ლა"-ს სტუმრების დიდ ნაწილს წარმოადგენენ უცხოელები, რომლებიც თბილისს საქმიანი ან ტურისტული მიზნით სტუმრობენ და მათთვის საღამო სამორინეში ნაციონალური ქართული მუსიკის სტილში ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა. როგორც „ეგარი"-ს ხელმძღვანელმა ალეკო ხიზანიშვილმა აღნიშნა, ჯგუფი პირველად გამოდიოდა სამორინეში და ძალიან ღელავდა, თუ როგორ მიიღებდა მას მსმენელი, თუმცა კონცერტმა კარგად ჩაიარა და მივესალმებით „შანგრი ლა"-ს ინიციატივას, რომელიც სამორინეებში ახალ სტანდარტებს ნერგავს და ასეთი გასართობი პროგრამების ორგანიზებას უდგას სათავეში. ეს ხელს შეუწყობს ქართული კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას," - აცხადებს ალეკო ხიზანიშვილი.
ჯგუფმა „ეგარი" მიაღწია პოპულარობას ევროპასა და რუსეთში როგორც მუსიკალურმა კოლექტივმა, რომელიც ასრულებს ქართულ ნაციონალურ მუსიკას სხვადახვა კულტურების ეთნიკური და თანამედროვე მელოდიების სიმბიოზში.
სამორინე „შანგრი ლა თბილისი"
ყველაზე თანამედროვე და გამორჩეული სათამაშო დაწესებულება საქართველოში. მუშაობს ქ. თბილისში 2012 წლის მარტიდან. სამორინეს მართავს საერთაშორისო ჰოლდინგი Storm International და წარმოადგენს გერმანიაში, რუმინეთში, მექსიკაში, სომხეთსა და ბელარუსში განლაგებული გასართობი კომპლექსების ქსელის ნაწილს.
გასართობი კომპლექსი განთავსებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში „მშვიდობის ხიდთან" ახლოს. სამორინე „შანგრი ლა თბილისი" გთავაზობთ როგორც სამაგიდო თამაშების (ოთხი სახეობის პოკერი, ამერიკული რულეტი, ბლექჯეკი, პუნტო-ბანკო), ასევე თანამედროვე სათამაშო აპარატების დიდ არჩევანს საუკეთესო მსოფლიო მწარმოებლებისაგან. „შანგრი ლა თბილისი"-ს კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი კლუბი Х.О. გათვლილია მათზე, ვისაც უყვარს მაღალი ფსონები, განმარტოებული თამაში მდიდარ ატმოსფეროში და ვიპ-კლასის სერვისით. რესტორანი „შანგრი ლა" კომპლექსის სტუმრებს სთავაზობს ქართული, კონტინგენტური და აზიური სამზარეულოს კერძებს.
სამორინე „შანგრი ლა თბილისი" მუშაობს „საპასუხისმგებლო თამაში"-ს პროგრამის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სტუმრების ინფორმირებას აზარტული თამაშებით ზედმეტ გატაცებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, მენეჯმენტის ტრენინგს პრობლემურ მოთამაშეებთან მუშაობის საკითხზე, და ასევე თავად აზარტული თამაშების ჩატარების მკაცრ ნორმებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.