დღეს, 7 მაისს 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "პოეზიის დღეზე" აღინიშნება. 7 მაისის პოეზიის დღედ გამოცხადება "ცისფერყანწელებს" და საქართველოს დამოუკიდებლობის ხანას უკავშირდება. 2009 წლიდან პოეზიის დღესასწაულის ტრადიცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღდგა.
"7 მაისი-პოეზიის დღე" 2013 " ქართველი პოეტის" მიხეილ ქვლივიძის გამოფენა-საღამოს ეძღვნება. " ქართველ პოეტს" - საქართველოსთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაშორების გამო, მუდამ სურდა , რომ ასე მიეღოთ და მოეხსენიებიათ. პოეტის გრაფიკულ ნამუშევრებთან ერთად საზოგადოება პირველად იხილავს "ქართველი პოეტის" ადრეული პერიოდის უბის წიგნაკის ელექტრონულ ვერსიას და მოისმენს მიხეილ ქვლივიძის ამღერებულ ლექსებს.