გერმანის პოლიციამ 93 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენცემის საკონცენტაციო ბანაკის ზედამხედველი იყო.
ბადენ-ვიურტემბერგის მიწის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ზედამხედველად 1941 წლის შემოდგომიდან 1945 წლის ჩათვლით - ომის დასრულებადე მუშაობდა და შესაძლოა, შეხება ქონდეს საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების მასობრივ მკვლელობასთან.
დაკავებულის ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება, თუმცა რიგი მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ის შესაძლოა ჰანს ლიმშისი იყოს, რომელიც ყველაზე უფრო ძებნადი ნაცისტი დამნაშავეების სიმონ ვეზენტალის სიაში ირიცხებოდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, პოლონეთის ტერიტორიაზე, ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკში მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.