ფილმის "ადამიანები შავებში 3" ფინანსურმა წარმატებამ ფრანშიზის შემქმნელები დაარწმუნა გაეგრძელებინათ J და K აგენტების ისტორია.
როგორც გამომცემლობა The Wrap იტყობინება კომპანია Sony Pictures-მა დაიქირავა ოურენ უზილა მეოთხე ნაწილის სცენარის შესაქმნელად. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი იყო სცენარი პოპულარული ვებ-სერიისთვის "Mortal Kombat: Rebirth".
ადრე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი უილ სმიტი ამტკიცებდა,რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება მაყურებლის რეაქციაზე როცა ის მესამე სერიას ნახავს.
შეგახსენებთ, რომ მესამე ფილმაა მსოფლიო კინო გაქირავებაში 600 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.