7-12 საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" გაიმართება.
ფესტივალი უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადებიდან ოთხმოცი და მღვდელმთავრად კურთხევის ორმოცდაათ წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსარტია.
7 მაისს, კონსერვატორიის დიდი დაბრაზში, ფესტივალის საზეიმო გახსნის დროს გაიმართება უწმინდესის მუსიკალური ნაწარმოებების სანოტო კრებულის პრეზენტაცია, ხოლო 12 მაისს, თბილისური საღამოების დასკვნით კონცერტზე, პატრიარქის ერთ-ერთი ბოლო მუსიკალური ნაწარმოების TE DEUM მეორე ნაწილის პრემიერა.
ფესტივალში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ნანა ქავთარაშვილი, თამარ გვერდითელი, გიორგი ონიანი, გიორგი გაგნიძე, თამარ ლინჩელი, ვახტანგ მაჭავარიანი, ნოდარ ჟვანია, მარტა აბრაჰამი, პიეტრო გატო, კატია სკანავი, ვიტალი ნაზაროვი და სხვები.
8 მაისს კონცერტი მიეძღვენება ცნობილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის ხსოვნას.
9 მაისს კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის დაბადებიდან ასი წლისთავს, ხოლო 12 მაისის კონცერტი მიეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. გ
საფესტივალო საღამოები გაიმართება საქართველოს რეგიონებში, კერძოდ, 14 მაისს ნიქოზში, 31 მაისს ახმეტაში, 11 ივნისს ოზურგეთში. ხოლო 13 ივნისს ბათუმში ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.