"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს და გიორგობას ულოცავს.
"ვულოცავ ყველა ქართველ პოლიციელს პროფესიულ დღესასწაულს და გიორგობას. ვუსურვებ წარმატებას, როგორც სამსახურებრივ საქმიანობაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ვამაყობ იმ წლებით, რომლებიც თქვენთან ერთად მომიწია ქვეყნის სამსახურში ყოფნა", - ნათქვამია მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყოფილი შს მინისტრიო იმედს გამოთქვამს, რომ პოლიცია კვლავაც დარჩება თითოეული მოქალაქის სიმშვიდის გარანტად.
"ქართველი პოლიციელები იყვნენ და იქნებიან სახელმწიფოს უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის სიმშვიდის გარანტი", - ცახადებს მერაბიშვილი.