ბელგიაში 95 წლის ასაკში ცნობილი მეცნიერი, ბიოქიმიკოსი, 1975 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, კრისტიან დე დიუვი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ის მძიმედ ავადმყოფობდა და ექიმებს ევთანაზიის შესახებ მიმართა, რომელიც გასულ შაბათს ჩატარდა.
გაზეთმა Le Soir -მა გამოაქვეყნა მისი ბოლო ინტერვიუ, რომელშიც ცნობილი ციტოლოგი და ბიოქიმიკოსი თავისი მომავალი გარდაცვალების შესახებ საუბრობს.
"ძალიან დაუჯერებელი იქნებოდა იმაზე საუბარი, რომ სიკვდილის არ მაშინია, მაგრამ არ მეშინია იმის რა იქნება შემდგომ, რადგანაც მე მორწმუნე არ ვარ. როდესაც გავქრები, მე უბრალოდ გავქრები და არაფერი არ დარჩება", - განაცხადა მეცნიერმა.
დე დიუვი იყო სამეფო აკადემიის და ბელგიის მეცნიერებათა კადემიის წევრი. ის იკვლევა ინსულინისა და გლიუკაგონის ბიოქიმიას. მეცნიერმა აღმოჩინა ლიზოსომები - შიდაუჯრედული წარმონაქმნი, რომელიც შეიცვას სხვადსხვა ფერმენტებს, რაც აუცილებელია უჯერედული სტრუქტურების დროული დაშლისა და განახლებისთვის. სწორედ ამ აღმოჩენისთვის მიენიჭა მეცნიერს ნობელის პრემია ფიზიოლოგისა და მედიცინაში.
კათოლოკური უნივერსიტეტის პროფესორი დისტანცირებული იყო ეკლესიისგან და ზოგჯერ მას საკმაოდ მწვავედ კარიტიკებდა.
მასალის გამოყენების პირობები