სტივენ სპილბერგის მომდევნო სარეჟისორო პროექტი იქნება ფილმი, რომელიც ყველაზე ცნობილ ამერიკელ სნაიპერს კრის კაილს ეძღვნება.
ფილმს საფუძვლად დაედება წიგნი "American Sniper: The Autobiography Of The Most Lethal Sniper In U.S. Military History" სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ გახდა ტეხასელი როდეოს ჩემპიონი "ზღვის კატა"და შემდგომში თავის ანგარიშზე ჩაიწერა 150 დამტკიცებული მკვლელობა ცხელ წერტილებში .
შეგახსენებთ, რომ კრის კაილის ცხოვრება თავისი პროფესიიდან გამომდინარე უცნაურად დასრულდა: იგი დაბრუნდა სამშობლოში, გავიდა თადარიგში და სასროლ პოლიგონზე კოლეგის ტყვიამ იმსხვერპლა.
ფილმში მთავარ როლს სავარაუდოდ ბრედ კუპერი შეასრულებს.