6-11 მაისს, ლონდონში შექსპირის გლობუსში მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით "როგორც გენებოთ" წარსდგება მაყურებლის წინაშე.
უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა.
მონაწილეობენ მსახიობები: ონისე ონიანი, როლანდ ოქროპირიძე, ზურაბ ბერიკაშვილი, ნიკა კუჭავა, დავით ხურცილავა, ბესო ბარათაშვილი, მალხაზ აბულაძე და სხვები.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მაისში, მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით "როგორც გენებოთ" მიწვეული იყო დიდ ბრიტანეთში, შექსპირის ფესტივალზე "მსოფიო გლობუსში". ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 37 სპექტაკლი, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მომაჯადოებელ და დაუვიწყარ დღესასწაულად "როგორც გენებოთ" დაასახელა, როგორც რიგითმა მაყურებელმა, ასევე თეატრის კრიტიკოსებმა.