დღეს, 3 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზებს ესტუმრება. ვახტანგ ყოლბაია აფხაზი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა, მათ პრობლემებს მოისმენს, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს და სააღდგომო სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.
სააღდგომო საჩუქრები აფხაზებისათვის კომპანიებმა: „გაგრა +", „მითანა", „ხარება", „თელიანი ველი", „IDS ბორჯომი საქართველო", „იფქლი", „კანი", „კოკა-კოლა", „კუმისი" და „ბარამბო" უზრუნველყვეს.
ღონისძიება, ლილოს დასახლება ჭირნახულის ქ.#10-ში 12:30 საათზე გაიმართება.