7 მაისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ფოტოხელოვან ალექსეი ნაგაევის ფოტო-ექსპოზიცია სახელწოდებით „ბოლო გრადუსი" გაიხსნება.
2013 წლის დამდეგს ანტარქტიდაზე მოეწყო საერთაშორისო ექსპედიცია, სახელწოდებით „ბოლო გრადუსი". მასში მონაწილეობდნენ ქართველი ბიზნესმენები, თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებმაც ექსპედიცია თიბისი ბანკის 20 წლის იუბილეს მიუძღვნეს და სამხრეთ პოლუსზე ბანკის კორპორატიული დროშაც აღმართეს.
სწორედ ამ ექსპედიციას ასახავს ალექსეი ნაგაევის მიერ სამხრეთ პოლუსზე გადაღებული 70-მდე ფოტო, რომლებიც წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მამუკა ხაზარაძის მიერ გადაღებული ფოტოებიც.