კულტურის სამინისტრომ თბილისის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის უფლება აღიდგინა. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა განმარტა აქამდე ეს უფლება სამინისტროს ჩამორთმეული ჰქონდა.
,,კანონპროექტი, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა გულისხმობს იმ უფლებამოსილების აღდგენას რომელიც წართმეული ჰქონდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2009 წლის სამთავრობო გადაწყვეტილებით, რომელიც გულისხმობდა თბილისის ტერიტორიაზე უფლებამოსილებას კულტურული მართვის სფეროში. ჩვენ ეს უფლება აღვიდგინეთ", _განაცხადა მიზანდარმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი თავიდან აგვარიდებს ყოველგვარ გაუმართლებელ მშენებლობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დამახინჯებას.
მასალის გამოყენების პირობები