შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დუბაი -თბილისის რეისით, საქართველოში ირანის მოქალაქე ა.რ. შემოვიდა. მგზავრი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრებმა, საბაჟო კონტროლის ზონის გასასვლელში, ეჭვის საფუძველზე შეაჩერეს და მისი კუთვნილი ხელბარგი საბაჟო სკანერის საშუალებით, შემდეგი დეტალურად დაათვალიერეს. დათვალიერების შედეგად ა.რ.-ის ბარგში არადეკლარირებული 255 712 აშშ დოლარი აღმოჩნდა. საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დათვალიერებისა და სამართალდარღვევის ოქმები შეავსეს, რაზეც ირანის მოქალაქემ ხელი მოაწერა. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ა.რ.-ს შეეფარდა ჯარიმა, 3000 ლარის ოდენობით.