თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მესამე სართულიდან გოგონა გადმოვარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. როგორც ,,რუსთავი-2"_თან საუბარში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები განმარტავენ, დაშავებულმა გოგონამ შეყვარებულთან იჩხუბა და ბიჭმა ის შიდა კიბის მესამე სართულიდან გადმოაგდო. იმავეს ადასტურებს უნივერსიტეტის დაცვის სამსახური, რომელმაც ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს გადასცეს.