პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დაიწყო და 20 ივნისის ჩათვლით გასტანს. რეგისტრაცია ბავშვების მშობლებმა უნდა გაიარონ ვებგვერდზე www.mes.gov.ge ან registracion.emis.ge
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ პირველკლასელთა რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.
რეგისტრაცია ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ვებგვერდებზე: www.mes.gov.ge, www.registration.emis.ge უნდა გაიაროს, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინოს.
რეგისტრაციის მესამე ეტაპის ვადად განაზღვრულია 2013 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორცილდება იმ გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ საბუთებს განსაზღვრულ ვადებში არ წარადგენს.
რაც შეეხება გამოცდების ექსტერნად ჩაბარების წესს, მხოლოდ იმ მე-12 კლასელებს შეეხებათ, რომელთაც 2012 -2013 სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.
ამ კატეგორიიის მოსწავლეებმა რეგისტრაცია 2013 წლის 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით შესაბამის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში უნდა გაიარონ. ექსტერნის გამოცდები 2013 წლის 7 მაისიდან 15 მაისი ჩათვლით ჩატარდება.