საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის. ნოტარიუსთა პალატასა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტო ნოტარიუსთა პალატას გადმოსცემს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ სრულწლოვან მოქალაქეთა მონაცემებს. ნოტარიუსი, სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ვალდებულია, მონაწილე პირთა ქმედუნარიანობა შეამოწმოს. აღნიშნული ელექტრონული ბაზის შექმნა ნოტარიუსს მნიშვნელოვნად გაუადვილებს სანოტარო საქმიანობას. შესაბამისად, გამარტივდება მოქალაქეთა ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაც.
მასალის გამოყენების პირობები