30 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (GEOSTAT) და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი (UNFPA) მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ჩატარებასთან დაკავშირებით დონორთა კონფერენციას ჩაატარებენ. კონფერენციის მიზანია მოსახლეობის აღწერისათვის დონორთა დახმარების მობილიზება და კოორდინაცია. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციას გახსნიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამარ ხომასურიძე.
მასალის გამოყენების პირობები