ლონდონის სოტბის აუქციონზე, 3 ივნისს გასაყიდად ლადო გუდიაშვილის 20-იანი წლების ნაკლებად ცნობილი ფერწერული ტილო „ცდუნება" გამოაქვთ, რომლის საწყისი ფასი 400 000-600 000 ფუნტია. ჯერჯერობით უცნობია საიდან და ვისი ხელით მოხვდა იგი სოტბიზე.
2012 წლის 26 ნოემბერს, ამავე სააუქციონო დარბაზში, 937 000 ფუნტად გუდიაშვილის „შავი ნაკადული" გაიყიდა, რომელიც დღემდე ამ მხატვრის ყველაზე ძვირად გაყიდულ სურათად ითვლება.
რასაკვირველია, სასიამოვნოა ასეთ პრესტიჟულ აუქციონზე ქართველი ავტორის გამოჩენა. ეს მხატვრის სახელისთვის ბევრს ნიშნავს. თუმცა, დასანანია ის გარემოება, რომ აგერ უკვე ბოლო ათი წელიწადია, გუდიაშვილი ლონდონის სოტბისა და მაკდუგალის აუქციონებზე რუსული ხელოვნების სახელით იყიდება.
მასალის გამოყენების პირობები