26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფილარმონიაში კონცერტი გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურული სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.
,,ჯერჯერობით რაც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ეს არის ფილარმონიაში ვატო კახიძისა და ,,შინის" ერთობლივი კონცერტი, რომელშიც ნინო ანანიაშვილის დასი მიიღებს მონაწილეობას", -განაცხადა ქაცარავამ და აღნიშნა, რომ კონცერტზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.
მისივე განმარტებით ფილარმონიაში დაგეგმილ კონცერტზე ყველა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი იქნება მოწვეული.