ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში მოღვაწე 33 არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ზრუნვის პლატფორმაში" ერთიანდება.
ორგანიზაციის მთავარი მისიაა, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის მიდგომის დამკვიდრებასა და განვითარებას შეუწყოს ხელი.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას პლატფორმის დამფუძნებლებმა ორგანიზაციის სამოქმედო გეგმასა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრეს.
პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო "რედისონში" შედგა და მას სამედიცინო საზოგადოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.