ირანის უზენაესმა სასამართლომ, 22 და 26 წლის მამაკაცებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, რომელიც ქვედა ინსტანციამ უკვე აღასრულა. სიკვდილმისჯილთა ზუსტი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
2012 წელს ირანში სიკვდილით 314 ადამიანი დაისაჯა, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი ორგანიზაციების მონაცემებით ეს რიცხვი 580-მდე აღწევს.
ცნობისათვის გასულ კვირას ირანის უზენაესმა სასამართლომ 20 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, აქედან ორი ქალბატონი იყო. სიკვდილმისჯილებიდან ექვსი საზოგადოდ დასაჯეს, ხოლო 14 ადამიანი საპყრობილეში აღესრულა.