ინდოეთის ქალაქ აგრაში თაჯ-მაჰალის მახლობლად აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპული და დაშავებულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, მათი ზუსტი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
აფეთქების ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები არიან მობილიზებული, თუმცა რამ გამოიწვია აფეთქება უცნობია. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება, სავარაუდოდ მომხდარს ტერაქტთან კავშირი არ აქვს.