ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში რვასართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 160 გადააჭარბა. ნგრევის მასშტაბებიდან გამომდინარე დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით უცნობია. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილ მოქალაქეებს ეძებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა. სამართალდამცავები კი შენობის მფლობელს ეძებენ, რომელიც შემთხვევის შემდეგ მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით რვასართულიანი შენობის ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივმა მმართველობამ მეპატრონეს მისი დახურვის ბრძანება მისცა.
ცნობისათვის ბანგლადეშში უხარისხო საშენი მასალის გამოყენების გამო, მსგავსი შემთხვევი ხშირად ხდება.