ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ტელეარხ NBC-ის ეთერში აღნიშნა, რომ თუ მისი რომელიმე ქალიშვილი ტატუს გაიკეთებს, ის და მისი მეუღლეც იგივეს გააკეთებენ. მათი გადაწყვეტილებით, ზუსტად ანალოგ ტატუს იგივე ადგილას გაიკეთებენ და ფოტოებს სახელწოდებით „ოჯახური ტატუ" სოციალურ ქსელში გაავრცელებენ.
„ჩვენ ვუთხარით გოგონებს, რომ ტატუს გაკეთების შემთხვევაში იგივეს გავიმეორებდით და ფოტოებს როგორც „ოჯახური ტატუ", სოციალურ ქსელში გავავრცელებდით,"- განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს 11 და 14 წლის ქალიშვილები ჰყავს, რომელთა აღზრდის დროს ბარაკ და მიშელ ობამები რევერსიულ ფსიქოლოგიას მიმართავენ.