ჩელიაბინსკის ოლქში 45 წლს ბიზნესმენზე თავდასხმა მოხდა. დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ოპერაცია უკვე გაუკეთდა.
"ურალინფორმბიუროს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოშია დაბადებული. მასზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც იგი რესტორნიდან სადილის შემდეგ გამოვიდა მას უცნობმა პირმა ესროლა. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაზარალებულის ვინაობა და ეროვნება არ კონკრეტდება.
მასალის გამოყენების პირობები