მოსკოვის საქალაქო სასამართლომ "მემარცხენე ფრონტის" ერთ აქტივისტს, ოპოზიციის ლიდერის სერგეი უდალცოვის თანაშემწეს, კონსტანტინე ლებედევს 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიუსაჯა.
ოპოზიციონერი ბრალდებულად იქნა ცნობილი 2012 წლის 6 მაისს ბოლოტნაიას მოედანზე მასობრივი არეულობების მოწყობაში და ახალი არეულობების მომზადებაში.
საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ განსასჯელმა არეულობების ყველა ორგანიზატორი მიუთითა და მათი შემდეგო გეგმების შესახებ მოჰყვა. მან ასევე გახსნა კონსპირაციის მეთოდები. მოსამართლის თქმით, ლებედევმა სასამართლო შეთანხმება მთელი მოცულობით შეასრულა და სამართალდამცავებს საქმის გახსნაში დაეხმარა.
ლებედევი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს. ადრე იგი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ლებედევის ადვოკატს თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდება ლებედევისათვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ეს სწორედ ის ლებედევია, რომელსაც ამ სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ოპოზიციის სხვა ლიდერებთან უდალცოვთან და რაზვოჟაევთან ერთად, ქართველი დეპუტატი გივი თარგამაძე 50 ათას რუსულ რუბლს უხდიდა.
მასალის გამოყენების პირობები