რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქებისათვის პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის დროს განაცხადა, რომ სკოლებში ხიჯაბების ტარების წინააღმდეგია და მეტიც, რუსეთი სკოლებში სასკოლო ფორმის დაბრუნების გზით უნდა წავიდეს.
"ზოგ ქვეყანაში ხიჯაბის ტარება საერთოდ აკრძალულია. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია და საჭიროა კიდეც წავიდეთ სკოლის ფორმის დაბრუნების გზით. ეს სამუშაო უკვე მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ რეგიონებში ეს მივიწყებული და მიტოვებული არ არის, პირიქით, მისი ჩანერგვის პროცესი აქტიური იქნება", _ განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი სკოლის ფორმის შესახებ რუსეთის დუმაში განსახილველად სამშაბათს შევიდა.