შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში სინფონიურმა ორკესტრმა ჟერარ დეპარდიესთან ერთად კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, მიზეზი რის გამოც ორკესტრმა უარი განაცხადა კონცერტში მონაწილეობაზე, საკუთარი რეპუტაციის შენარჩუნება იყო.
ერთობლივი კონცერტი 25 მაის უნდა გამართულიყო, თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, გაყიდული ბილეთების ღირებულება მყიდველებს უკან დაუბრუნდებათ.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში ჟერარ დეპარდიეს მიმართ ნეგატიური განწყობა 2013 წლის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც მან საფრანგეთის მთავრობაზე განაწყენებულმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.