კინომატოგრაფისტმა მაიკლ ბეიმ 15 წლის შემდეგ, ფილმ „არმაგედონის" მონტაჟის ცუდი ხარისხისთვის ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფილმის ბოლო მესამედ ნაწილს უკეთესად დაამუშავებდა.
„გადაღებები მხოლო 16 კვირა მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ „არმაგედონის" მონტაჟიც უხარისხო გამოვიდა. შემკვეთი კომპანიის მიერ მკაცრად დაწესებული ვადა ფილმის დასრულებისთვის, ძალიან მცირე იყო" განაცხადა რეჟისორმა მაიკლ ბეიმ.
ცნობისათვის „არმაგედონი" ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა და წლის ყველაზე მომგებიანი ფილმის ტიტულიც დაიმსახურა. მიუხედავად ფილმის ამ დიდი წარმატებისა, უხარისხო მონტაჟის გამო საკმაო მძიმე კრიტიკაც დაიმსახურა.