კანის კინოფესტივალის ორგანიზატორები, ჟიურის ახალი წევრების ვინაობას ასახელებენ. სტივენ სპილბერგი რომელიც 2013 წლის კანის კინოფესტივალს ხელმძღვანელობს აღნიშნავს, რომ ჟიურის ახალი წევრები ნიკოლ კიდმანი და ქრისტოფ ვალცი იქნებიან.
წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის წევრია ასევე, რუმინელი კრისტიან მუნგი, რომლის ფილმიც „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე" 2007 წლის პრიზიორი გახდა. კანის კინოფესტივალის ჟიურიში შევლენ ინდოელი მსახიობი ვიდია ბალანი და იაპონელი კინორეჟისორი ნაომი კავასი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის რიგით 66-ე კანის კინოფესტივალი 15-დან 26 მაისის ჩათვლით ჩატარდება.