ამერიკელმა მომღერალმა ბიონსე ნოულსმა, საკუთარი ახალი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტებზე, ფოტოგრაფებს ფოტოების გადაღება აუკრძალა.
წინასწარი ინფორმაციით, შოუ-კონცერტებზე კადრებს მხოლოდ საკუთარი ფოტოგრაფები დააფიქსირებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება, მომღერალმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო მსოფლიო ტურნეზე ფოტოგრაფებმა მისთვის არასასურველი კადრები დააფიქსირეს.
ბიონსეს გადაწყვეტილება ბლოგერებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან მათი აზრით მედიაში მაყურებელთა მიერ არაპროფესიონალურად გადაღებული ფოტოები მოხვდება.
ამერიკელი მომღერალი ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა, როდესაც პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ფონოგრამაზე შეასრულა. ამის შემდეგ ბიონსემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც საჯაროდ მოიხადა ბოდიში და აღნიშნა, რომ მომზადებისთვის დრო ვერ გამონახა.