სახალხო დამცველის აპარატის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჯანმრთელობის დაცვის უფლების მონიტორინგთან დაკავშირებით შეხვდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე გაიმართა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2012 წლის ანაგარიშის ნაწილის „ჯანმრთელობის დაცვის უფლება" და პუბლიკაციის „ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის უფლება" პრეზენტაციები.
არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის ანგარიში და იმედი გამოთქვეს, რომ ომბუდსმენის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, კიდევ უფრო გაააქტიურებს მუშაობას ჯანმრთელობის დაცვის უფლების მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების საქმეში, ყურადღება გაამახვილეს მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებზე, ზოგიერთი სადაზღვევო პროგრამის დისკრიმინაციული მიდგომებზე, ექიმთა და პაცინეტთა უფლებებზე და სხვა.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს სამუშაო შეხვედრის გამართვის გამო და აღნიშნეს, რომ ჯანმრთელობის დაცვის უფლების სფეროში არსებული მრავალი პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ასეთი შეხვდრების პერმანენტულად გამართვა და მათში მაღალი თანამდებობისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართვა.
სამუშაო შეხვედრა დაფინანსებული იყო "oxfam"-ის მიერ და ორგანიზებული პროექტის "My rights my voice" ფარგლებში.